ვინ არის ახალგაზრდა, რომელმაც მამას ძაღლი მე-8 სართულიდან გადაუგდო - სასტიკი დანაშაულისთვის მას 4 წლიანი პატიმრობა ემუქრება

როტვეილერი

შვილმა მამას ძაღლი მერვე სართულიდან გადაუგდო. 10 წლის როტვეილერი მოკვდა. შემთხვევა თბილისში, სამგორის რაიონში მოხდა. ჩადენილი დანაშაულისთვის, 28 წლის შვილი მამამ პოლიციას თავად ჩააბარა.

თვითმხილველი მარიამ იასეშვილი იმ საღამოს იხსენებს, როცა მეზობელმა მე-8 სართულიდან, 10 წლის როტვეილერი გადმოაგდო.

,,ჯერ აი იმ რკინებზე დაეცა, მერე ასფალტზე, ძაღლმა საშინელი ხმა ამოუშვა, მერე ხალხიც შეიკრიბა, პოლიციაც მოვიდა. სულ სისხლიანი იყო, აი ის ლაქაა. დაეცა და მერე თვითონვე გადავიდა ცოტა იქით, ჯერ ცოცხალი იყო. მეზობლები უკაკუნებდნენ პატრონს, მაგრამ კარი არავინ გაუღო. თავიდან გვეგონა, რომ ძაღლი გადმოვარდა“, - განაცხადა მარიამ იასეშვილმა.

თვითმხილველებმა პოლიცია გამოიძახეს, შემთხვევის ადგილზე მივიდა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურიც.

მამაკაცი, რომელიც შემთხვევის ადვილზე ძაღლის პატრონად გაეცნო შესაბამის სამსახურებს, მოგვიანებით, პოლიციამ დააკავა. ბრალდებულმა აღიარა, რომ მამის კუთვნილი ძაღლი აივნიდან გადააგდო. შვილი მამამ პოლიციას ჩადენილი დანაშაულისთვის, თავად ჩააბარა.

ცხოველზე სავარაუდო მოძალადე 28 წლის ნიკოლოზ აფხაზოვია. მამამ მომხდარზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

სისხლის სამართლის ეს კონკრეტული საქმე, რომელიც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, უკვე პრეცედენტულია. ქართულ რეალობაში ამ ბრალდებით პირი პირველად დააპატიმრეს.

ცხოველის მიმართ ჩადენილი სასტიკი მოპყრობისა და ძალადობისთვის, რომელმაც გამოიწვია მისი სიკვდილი, ნიკოლოზ აფხაზოვს 4 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ასევე ნახეთ:

რომელი დღეები იქნება 2023 წლის დეკემბერში ყველაზე ხელსაყრელი, როცა წარმატების მიღწევისა და საინტერესო ცვლილებების დიდი შანსია

12 წლის ბავშვს სოციალურ ქსელში ინტიმური კადრები გადაუღეს და გაუვრცელეს - დაწყებულია გამოძიება
 

თუ მოულოდნელად ცუდ განწყობაზე დგებით - ნახეთ მიზეზი რომელზედაც, სავარაუდოდ, არც გიფიქრიათ