12 წლის ბავშვს სოციალურ ქსელში ინტიმური კადრები გადაუღეს და გაუვრცელეს - დაწყებულია გამოძიება

ძალადობა ბავშვზე

12 წლის ბავშვის მძიმე ისტორია სოციალურ ქსელში დაიწყო. მას ინტიმური კადრები მუქარით გადაუღეს და გაუვრცელეს. ბავშვის შიშველი ფოტოები ჯერ დედას, შემდეგ კი ახლობლებს გაუგზავნეს - გაასაჯაროვეს სპეციალურად შექმნილ ყალბ ფეისბუქ გვერდზეც. გოგონა მომხდარის შესახებ რამდენიმე კვირა დუმდა - სტრესის და ჯანმრთელობის დამძიმების შემდეგ კი, შეძლო და მომხდარი დედას გაუმხილა.

12 წლის გოგო, შანტაჟსა და მუქარაში რამდენიმე პირს ამხელს. დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები აშანტაჟებდნენ მსხვერპლის ოჯახსაც. ბავშვის დედა "კურიერიP.S-ს" უყვება, რომ დამნაშავეებმა ყალბი გვერდი ფეისბუქზე მისი სახელითაც შექმნეს და შვილის ინტიმური კადრები ასე გაავრცელეს.

ვინ არიან საიდან მოქმედებენ დამნაშავეები - ამ შეკითხვას გამოძიება სავარაუდოდ მალე უპასუხებს. "კურიერიP.S-მა" კი გაარკვია, რომ ახალგაზრდების რამდენიმეკაციან ჯგუფს, სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. გაირკვა ისიც, რომ 12 წლის გოგო ამ დაჯგუფების ერთადერთი მსხვერპლი არ არის.

სოციალური ქსელი სახიფათო სივრცეა არასრულწლოვანებისთვის - ბოლო 2 წელში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მსგავსი დანაშაულის ფაქტზე, დაზარალებული სტატუსი 15 არასრულწლოვანს მიანიჭა. უწყება მოზარდებს მიმართავს.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა - დანაშაული, რომელიც ადამიანის მორალურ განადგურებას ემსახურება და ხშირად, გრძელვადიან ფსიქორეაბილიტაციას საჭიროებს. დანაშაული მძიმე სასჯელს, 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე ნახეთ:

რომელი დღეები იქნება 2023 წლის დეკემბერში ყველაზე ხელსაყრელი, როცა წარმატების მიღწევისა და საინტერესო ცვლილებების დიდი შანსია

ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა

„ძვირი იყო მისი შენახვა...“ - 8 წლის გოგონა გამტაცებლებმა ნებაყოფლობით გაათავისუფლეს