როგორ უნდა გადაუფორმოთ შვილს ბინა, რომ მომავალში სადავო არ გახდეს - სპეციალისტის რჩევები
1795708395
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა. მას ბრალი პოლონეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შვიდი მუხლით აქვს წარდგენილი, მათ შორის, გამოძალვის, მუქარის, თაღლითობის, საჯარო თანამდებობის უკანონოდ დაკავებისა და სხვა პირის ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენებისთვის.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.