ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043
თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
ჩვენი ინფორმაციით, ელოშვილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. სავარაუდოდ დაზიანება მან თავად მიიყენა.
ილია ელოშვილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
ილია ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.
2012-2016 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, 2017 წელს კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, სხვადასხვა წლებში მუშაობდა კერძო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ასევე „ათასწლეულის გამოწვევის“ ფონდისა და USAID-ის პროექტებში.
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603