ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული 9 პირის საქმის არსებითი განხილვა დღეიდან იწყება

ვაკის პარკი

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული 9 პირის საქმის არსებითი განხილვა დღეიდან იწყება. პროცესზე მხარეები დამატებით მტკიცებულებებს წარადგენენ.

ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატის თქმით, ისინი დღეს სასამართლოს წარუდგენენ მათი მოთხოვნით ჩატარებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც პროექტსა და შესრულებულ სამუშაოს შორის დარღვევის სხვაობა ტრაგედიის მიზეზი ვერ გახდებოდა.

შეგახსენებთ, გამოძიება დაკავებულებს ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებას და უხარისხო სამუშაოების შესრულებასაც ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.