1728499899
მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების მიზეზის თაობაზე ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტიზა დასრულდა. დასკვნა სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ მოიპოვა.
როგორც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაშია აღნიშნული, მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების მიზეზი ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად განვითარებული ელექტროტრავმა გახდა.
ამასთან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ მარიტა მეფარიშვილს თითების მიდამოებში დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგადაა განვითარებული.
„მოქალაქე მარიტა მეფარიშვილის სიკვდილის მიზეზია: ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად განვითარებული ელექტროტრავმა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერის თანახმად, მარიტა მეფარიშვილის სიკვდილი დაფიქსირდა 2022 წლის 13 ოქტომბერს 13:30 საათზე. წაიკითხეთ სრულად