„ყველაზე მძიმე ამბავი წინაა...“ - სასწაულებრივად გადარჩენილი 3 წლის თაიას დედა და და ფონიჭალის ტრაგედიას ემსხვერპლნენ

თაია და ნინო

ფონიჭალაში, დატრიალებულ ტრაგედიას სასწაულებრივად გადარჩენილი 3 წლის თაიას დედა, ნინო ჭელიძე და და, ნუცა ფხალაძე ემსხვერპლნენ. ცხედრები მაშველებმა ნანგრევებიდან დაახლოებით 12-საათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს. 

„ყველაზე მძიმე ამბავი წინაა... თაია როცა დედიკოს მოიკითხავს და ვეღარ იპოვის...“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ფონიჭალაში კორპუსის ჩამონგრევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 4 ადამიანი, ექიმის შეფასებით, ერთი მათგანის, 31 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა.

✕