გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
წყნეთში, 30 წლის მამაკაცის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა. სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი დეტექტივი დააკავეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, დეტექტივს დაკავების ღონისძიებისას სამსახურებრივი იარაღიდან შემთხვევით გაუვარდა. ის წყნეთში გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით, დაკავების ღონისძიების განსახორციელებლად იყო.
საპატრულო და კრიმინალური პოლიცია შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულ დეტექტივს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.