თბილისში 1 400 კილოგრამი ვადაგასული ხორცი გაანადგურეს

ყასაბი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ქოჩ ჰოლდინგს“ სავაჭრო დასახელებით „ჩვენი ყასაბი“კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა, - ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, ობიექტი მდებარეობს თბილისში, წინამძღვრიშვილის ქ. N198, (ს/კ 406221501).

„სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, ობიექტის შემოწმებისას, გამოავლინეს 1400 კილოგრამი ვადაგასული ხორცი, ხორცპროდუქტები (ფარში, სუბპროდუქტები) და ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე (სასაკლაოს გვერდის ავლით).

აღნიშნული სურსათი სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა. ობიექტზე ასევე დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა. ბიზნესოპერატორი 5 000 ლარით დაჯარიმდა. ობიექტი საწარმოო პროცესის განახლებას გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორების შემდეგ შეძლებს“, - აცხადებენ სააგენტოში.