პოლიციამ კახეთში ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1 პირი დააკავა - ამოღებულია 6 კილოგრამი მცენარე „კანაფი”

დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების, ნარკოტიკული
საშუალების შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1 პირი
დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის, ეზოს და
სპეციალურად მოწყობილი სათბურის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 6
კილოგრამი მცენარე „კანაფი” და სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა
ზომის და წონის შეკვრად დაფასოებული დიდი ოდენობით „მარიხუანა” ამოიღეს.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის
საჭირო მასალები და ფულადი თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმამუხლებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს.

✕