1790255236
VIDEO: „მე წავედი“ - რატომ დატოვა ზურა ხაჩიძემ „იმღერეს“ სტუდია და რა მოხდა გადაცემაში
„რუსთავი 2-ის“ გრანდ შოუ „იმღერე“ მაყურებელს ყოველ პარასკევს ახალი მუსიკალური თავგადასავლით ანებივრებს. შოუში სიურპრიზები არ ილევა. აზარტულ თავგადასავალში მონაწილეებსა და ჟიურის წევრებთან ერთად მაყურებელიც ჩართულია.
მეგაშოუს ჟიურის მუდმივ სამეულში - თაკო ფხაკაძე, აჩიკო სოლოღაშვილი და სალომე ბაკურაძე არიან. დღეს კი მათ მომღერლები - ზურა ხაჩიძე და ნინი ქარსელაძე შეუერთდნენ.
გადაცემის დღევანდელ ეპიზოდში ზურა ხაჩიძე ერთ-ერთი სახალისო მომენტის მთავარი გმირი გახდა. მომღერალმა ვერ გამოიცნო, მონაწილე ნამდვილად მღეროდა თუ მხოლოდ თავს აჩვენებდა. კონკრეტულ ეპიზოდში, ჟიურის წევრები მონაწილესთან დამარცხდნენ.
შედეგის გაგების შემდეგ ზურა ხაჩიძემ საკუთარ შეცდომას იუმორით უპასუხა - ადგილიდან წამოდგა და ხუმრობით თქვა: „მე წავედი, კარგად იყავით“.
მომღერლის სახალისო რეაქციას გადაცემაში სიცილი მოჰყვა.
ნახეთ, ვიდეო:











