VIDEO: „მე წავედი“ - რატომ დატოვა ზურა ხაჩიძემ „იმღერეს“ სტუდია და რა მოხდა გადაცემაში
1790364600
სომხეთში ოჯახური კონფლიქტი „კრიმინალური ავტორიტეტების“ დაკავებით დასრულდა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის პოლიციის თანამშრომლებმა ორი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დააკავეს.
გამოძიების ცნობით, შემთხვევა გიუმრიში მცხოვრები 58 წლის ე.წ. „კანონიერი ქურდის“ ოჯახურ უთანხმოებას უკავშირდება. მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მის ქალიშვილსა და ყოფილ სიძეს შორის დაპირისპირება მოხდა, მან 21 სექტემბერს ოშაკანში მცხოვრებ 56 წლის „კრიმინალურ ავტორიტეტს“ ყოფილი სიძის დასჯა სთხოვა.
„იმავე დღეს, დაახლოებით 02:40 საათზე, 56 წლის მამაკაცი თანმხლებ პირებთან ერთად ერევანში, ჰრაჩია ნერსისიანის ქუჩაზე მივიდა გარემოებების გასარკვევად, სადაც ყოფილ სიძეს და მასთან მყოფ ჯგუფს დაუპირისპირდა. შეკრებილებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
ინციდენტის შემდეგ ყოფილმა სიძემ საპასუხო შურისძიება გადაწყვიტა და რამდენიმე პირთან ერთად ერევნის ერთ-ერთ სასტუმროში გაემართა, სადაც ყოფილი სიმამრი იმყოფებოდა, თუმცა ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო.
ორივე ე.წ. „კანონიერი ქურდი“ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ამჟამად პოლიცია ინციდენტში მონაწილე სხვა პირების ადგილსამყოფელს ადგენს, საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.