როგორი იქნება 2026–2027 წლების ზამთარი - სინოპტიკოსები უპრეცედენტო ოკეანურ ანომალიებზე საუბრობენ
1786298567
კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობაში დადანაშაულებულ მამაკაცს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც მისთვის აღმკვეთის ღონისძიების საკითხს უკვე სასამართლო გადაწყვეტს.
მკვლელობა სოფელ ახალქალაქში მოხდა. შელაპარაკება თანასოფლელებს შორის ჩხუბში გადაიზარდა, გამოყენებული იყო დანა - მისგან მიყენებული ჭრილობებით 46 წლის მამაკაცი დაიღუპა. სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ მალევე დააკავა. 37 წლის მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.