სისხლიანი ანგარიშსწორება კიკეთში - მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ, კიკეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე დაკავებულ გელა ნიორაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა.

დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ნაცვლად, 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა აღნიშნული არ გაითვალისწინა და პატიმრობის გამოყენების შესახებ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

გელა ნიორაძე  სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ ის თავს იცავდა.

საწინააღმდეგოა მოკლულის ოჯახისა და მოწმეების პოზიცია - მოკლული გია გათენაშვილის ახლობლები ამტკიცებენ, რომ მას დაკავებულმა დამიზნებით ესროლა.

ცნობისთვის, დანაშუალი კიკეთში შაბათს მოხდა - 500 დოლარის ვალის გამო დაწყებული დაპირისპირება ერთი ადამიანის მკველობითა და 5-ის დაჭრით დასრულდა.