სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

სასაზღვრო პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1996 წელს დაბადებული ა.კ. და 1983 წელს დაბადებული დ.ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს.

ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ. და დ.ა. სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას. სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულების მიმართ დაწყებულია საემიგრაციო პროცედურები ქვეყნიდან გაძევების მიზნით.