„მშვიდობით დავბრუნდით... მგონი, ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, რომელმაც მოახერხა თავისი მოსახლეობის ევაკუაცია“ - სალომე ღვინიაშვილი

სალომე ღვინიაშვილი

 რეგიონში მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთიდან საქართველოში პირველი ჩარტერული რეისი ჩამოფრინდა.

რეისზე ის 170 ქართველი იმყოფებოდა, რომლებიც, რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.

მგზავრთა შორის იმყოფებოდა, ტელეწამყვანი, სალომე ღვინიაშვილი, რომლის თქმითაც, მიუხედავად იმისა, რომ აბუ დაბიში აფეთქებების ხმა პერიოდულად ისმოდა, ქალაქში ვითარება მშვიდი იყო.

"ვიმყოფებოდით აბუ დაბიში. თავად ქალაქში სიტუაცია მშვიდი იყო, მიუხედავად იმისა, რომ აფეთქებების ხმა გვესმოდა პერიოდულად. მშვიდობით დავბრუნდით. მგონი, ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, რომელმაც მოახერხა თავისი მოსახლეობის ევაკუაცია", - განაცხადა სალომე ღვინიაშვილმა.