4 მარტს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

ნათურა

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 4 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის II, III, IV მიკრორაიონების, პაატა დათუაშვილის, ლეო და ნოდარ გაბუნიების, ოფრეთის, შალვა ნუცუბიძის, ამბერკი ტაბიძის, ავთო ვარაზის, კონსტანტინე კაპანელის და ფერმწერთა ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების, სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ლეო კერესელიძის, მწვანეს, ნიკო კეცხოველის და წყაროთუბნის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, VI კვარტლების, მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), ჩალაძის და რობაქიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.