აშშ-მა ოთხი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა გაასაჯაროვა, რომლებიც ირანის საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლნენ

Reuters

 აშშ-მა ოთხი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა გაასაჯაროვა, რომლებიც 1 მარტს ირანის საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ოთხივე სამხედრო აიოვას შტატის აშშ-ის სარეზერვო ჯარების მოსამსახურე იყო.

დაღუპულები არიან: 35 წლის კაპიტანი, კოდი ხორკი, 42 წლის პირველი კლასის სერჟანტი, ნოა ტიეტჯენსი, 39 წლის პირველი კლასის სერჟანტი, ნიკოლ ამორი და 20 წლის სერჟანტი, დეკლან კოდი.

ცნობისთვის, 1 მარტს ირანული დრონი თავს დაესხა ქუვეითის პორტ შუაიბაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტს. თავდასხმის შედეგად ექვსი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.