24 საათში, ირან-სომხეთის საზღვარი 400-მდე ადამიანმა გადაკვეთა - დაახლოებით 300 ირანიდან ევაკუირებული მოქალაქეა

სომხეთი-ირანი

 ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირან-სომხეთის საზღვარი 400-მდე ადამიანმა გადაკვეთა, Reuters-ი მონაცემებით, მათ შორის დაახლოებით 300 ირანიდან ევაკუირებული მოქალაქეა.

მედიის ცნობით, თეირანი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, უპირატესობა აზერბაიჯანსა და სომხეთს მიანიჭონ.

საზღვართან მყოფები ირანში შექმნილ ვითარებაზე ჰყვებიან და ამბობენ, რომ თეირანი პრაქტიკულად მთლიანად დაცარიელებულია - მუშაობს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, საავადმყოფოები და ავტოგასამართი სადგურები.