სასამართლომ ლაშა ნაკაიძე მის მიმართ წაყენებულ ყველაზე მძიმე ბრალდებებში გაამართლა

ლაშა ნაკაიძე

საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" წამყვანი და ჟურნალისტი, ლაშა ნაკაიძე მის მიმართ წაყენებულ ყველაზე მძიმე ბრალდებებში გაამართლა - ოთხი მუხლიდან ორი მოხსნილია.

ლაშა ნაკაიძეს არ დაუდასტურდა არც მეგობარი გოგონას გაუპატიურება და არც მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელება.

ჟურნალისტი სასამართლომ სიტყვიერ ძალადობასა და მუქარაში დამნაშავედ ცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

9 თვეა ნაკაიძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და საპატიმროს ის 3 თვეში დატოვებს.

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე, „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანს, ლაშა ნაკაიძეს ბრალდება გასული წლის აგვისტოში წარუდგინა.

 „მთავარი არხის" წამყვანი, ლაშა ნაკაიძე დანაშაულს თავიდანვე არ აღიარებდა.