„სარკე არ გაქვს სახლში?“ - ასე უპასუხა ესებუამ მოწმეს, რომელმაც ტერორიზმში ბრალდებულს „ცხოველი“ უწოდა

ბადრი ესებუა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუას პროცესი გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები, მათ შორის, ყოფილი მძევლები იკითხებიან.

მათგან ერთმა ბრალდებულ ესებუას ცხოველი უწოდა და თქვა, რომ დამნაშავე მისთვის სწორედ ესებუაა.

აღნიშნულზე ესებუამ მას რიტორიკული რეპლიკით უპასუხა : "სარკე არ გაქვს სახლში?"

თავის მხრივ, მოწმემ განმარტა, რომ მას თავდამსხმელი არ უნახავს.