როგორ დავიძინოთ, თუ ოთახში ძალიან ცხელა
1753709700
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ჯუანშერ ბურჭულაძეს ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ.
პროკურატურა სამივე მათგანისთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. პროკურორმა აღნიშნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზეწოლისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. ასევე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე.
აღნიშნულს არ ეთანხმება დაცვის მხარე. მათივე თქმით, არ არსებობს აღნიშნული საფრთხეები. ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან.
ღუდუშაურის ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობის სახით 100 000-ლარიანი გირაო შესთავაზა. გიორგი ხაინდრავას ადვოკატმა კი შუამდგომლობად დააყენა100 000 ლარი ან ქონების დაყადაღება, რომელიც 200 000 ლარზე მეტია. ვასილ მხეიძის ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობის სახით 100 000-ლარიანი გირაო შესთავაზა.
ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ცოლის ძმას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე ბრალი წარედგინათ.
ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.