GWP აბონენტებს წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ აფრთხილებს
1779521171
ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავეს ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
პროკურატურა ლუკა კურტანიძისთვის პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას.
ლუკა კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა.
მომდევნო სხდომა 17 სექტემბერს გაიმართება.