ვის შეუძლია დაგროვებული პენსიის სრულად გამოტანა
1753876668
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 29 ივლისს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის, ბურჯანაძის და ოცხელის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოკინაკის, ბენდელიანის, გრუზინსკის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, გარდაფხაძის, პაკელიანის, ზედაზნის, ჯავის და გამსახურდიას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.