საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის
მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი
დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ
გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე თბილისის საერთაშორისო
აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყალბი დოკუმენტის გამოყენებით
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362-ე მუხლების პირველინაწილებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს. 

✕