სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დავით კეზერაშვილის მიერ ავტომობილის შეძენის საქმეზე მოკვლევა დაიწყო

დავით კეზერაშვილი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო მოკვლევა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას ავტომობილი აჩუქა.

ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი რეაგირება.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო საკითხის მოკვლევა. სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, დავით კეზერაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის ავტომობილის ჩუქებაზე რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია. საკითხს ნიკა მელია 23 იანვარს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „საჩუქრების“ წამოძახება გარდა იმისა რომ მდაბიო საქციელია, უამრავი ტყუილით, სპეკულაციით და ცილისწამებითაა სავსე.

ნიკა მელია განმარტავს, რა ვითარებაში მოხდა მისთვის „მეორადი ავტომობილის“ შეთავაზება, რომელიც კეზერაშვილმა გაგზავნა.

მთავარი სიახლეები