1733169705
რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრება გრიგოლ ნარსიას - პროკურატურის განმარტება
საქართველოს პროკურატურამ ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ნარსიას 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციის ჩართულობით ბანკის შენობიდან ხუთი მძევლის გამოყვანა მოხერხდა, ხოლო 19:36 საათზე, სამართალდამცველებმა გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, თავდამსხმელი ბანკის სერვისცენტრში დააკავეს, რის შემდეგაც ყველა მძევალი წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად უვნებლად გაათავისუფლეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი) და 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს დღესვე მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ‘’საქართველოს ბანკზე’’ ტერორისტული თავდასხმის დროს მიმდინარე სპეცოპერაციის მაღალი პროფესიონალიზმით ჩატარებისთვის, რომელიც წარმატებით და მსხვერპლის გარეშე დასრულდა“,- ნათქვამია განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ: ნარსიას შვილს ჟვანიას კლინიკაში რეაბილიტაციის კურსის გავლა არ შეეძლო და არც გაუვლია - კლინიკის სკანდალური განცხადება
გოგა ხაინდრავა განცხადებას ავრცელებს
1733128749