ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ ზაალ გოროზიას 20 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

გოროზია

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ ზაალ გოროზიას 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

გადაწყვეტილება სენაკის სასამართლომ მიიღო. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა.

მარტვილის საკრებულოს წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბრალს არ აღიარებს. მას ცოლის ცემას ედავებიან. ზაალ გოროზია ორი დღის წინ დააკავეს.

„ეს არის პოლიტიკური სცენარი, სხვა არაფერი. ბატონ პროკურორს მე ძალიან კარგად ვიცნობ, მას შეეძლო ჩემთან დაკონტაქტება და ეთქვა რა მოხდაო, ან ვიღაც გამოეშვა, მე ხომ ავუხსნიდი მას რეალურად რა მოხდა“, - აცხადებს ზაალ გოროზია.