„მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოვჩნდებით..." - ცნობილი ექსტრასენსების პროგნოზები 2025 წლისთვის
1748893324
ნარკოდანაშაულის ორი საქმე და 6 დაკავებული, აქედან ერთი, უკრაინის მოქალაქე, 25 წლის ქალია, რომელიც ნარკოტიკების რეალიზაციას ნაქირავები ბინიდან ახდენდა. ახალგაზრდა ქალის დროებითი საცხოვრებლიდან სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს, მათი ნაწილი უკრაინის მოქალაქეს უკვე სპეციალურ სამალავებში ქონდა მოთავსებული.
ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაცია, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.
დაკავებული უკრაინის მოქალაქეა. ის ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-რეალიზაციის მცდელობის ფაქტზეა ბრალდებული. ახალგაზრდა ქალი ვერონიკა ასტაპჩიკია და რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა. "კურიერი" ნაქირავები ბინის მფლობელს ესაუბრა. მეპატრონე ყვება, რომ უკრაინის მოქალაქეს პირადად არ შეხვედრია და მასთან კომუნიკაცია მხოლოდ ინტერნეტით ჰქონდა.
ბინაში, სადაც ვერონიკა ასტაპჩიკი დროებით ცხოვრობდა, პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი," "მეფედრონი" და "ტეტრაჰიდროკანაბინოლი" ამოიღო.
საქმეში ნივთმტკიცებების სახით დევს ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო ნივთები და ელექტრო სასწორები. გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები პოლიციამ მითითებული სამალავებიდანაც ამოიღო.
საგამოძიებო ღონისძიების დეტალები კარგად იციან რიჩარდ ჰოლბრუკის 4 ნომერში მაცხოვრებლებმა.
ვერონიკა ასტაპჩიკი დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. 25 წლის ქალი მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს. უკრაინის მოქალაქე თელავის საქალაქო სასამართლომ დღეს 2-თვიან პატიმრობაში დატოვა.
რა გზით შემოიტანა უკრაინის მოქალაქემ ნარკოტიკი საქართველოში, ამას გამოძიება დაადგენს.
ნარკოდანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს კიდევ ერთ საქმეზე გაასაჯაროვა.
საკონტროლო შესყიდვის მასალაში, ნარკოტიკის რეალიზაციის კონკრეტული ფაქტია გადაღებული. კადრებში ჩანან პირები, რომლებიც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს. 5-დან 4 გამოძიება რეალიზაციას ედავება. ერთ-ერთი ბრალდებულის ჩხრეკისას პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინი ამოიღო.
5-ვე დაკავებული ახლა წინასწარ პატიმრობაშია. ნაწილი მათგანი დუმილის უფლებას იყენებს, ნაწილი კი რეალიზაციის ფაქტს უარყოფს და მხოლოდ მოხმარებას ადასტურებს.
საპირისპირო არგუმენტები აქვს ბრალდების მხარეს. პროკურორი კონკრეტულ მტკიცებულებებზე საუბრობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ და ამის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება საქმეში უკვე დევს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-რეალიზაციის და რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე გრძელდება. ბრალი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.