ცნობილი მსახიობი კიბოთი გარდაიცვალა

გლოვა

"სასოწარკვეთილი დიასახლისების" ვარსკვლავი, ვალერი მაჰაფი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"ემის" ჯილდოს მფლობელი მსახიობის გარდაცვალება მისმა ოჯახმა დაადასტურა. მსახიობის წარმომადგენელმა, The Hollywood Reporter-ს დაუდასტურა, რომ ვარსკვლავი პარასკევს, კალიფორნიაში გარდაიცვალა. მას კიბოს დიაგნოზი ჰქონდა.

მაჰაფის ქმარმა, ჯოზეფ კელმა განაცხადა, რომ მან "დაკარგა თავისი ცხოვრების სიყვარული და ამერიკამ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მსახიობი".