„დედამ 6 წლის შვილი გაყიდა და მყიდველს დუმილის სანაცვლოდ ფული შესთავაზა...“ - გოგონას ამ დრომდე ეძებენ (უცხოეთი)

დედა

სამხრეთ აფრიკაში დედამ საკუთარი 6 წლის შვილი გაყიდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, დედამ შვილი, სავარაუდოდ, ადგილობრივ მკურნალს მიჰყიდა. იგი შეყვარებულთან ერთად გაასამართლეს. შემთხვევა 2024 წელს მოხდა და გოგონა ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 

როგორც მეზობლები ჰყვებიან, ქალმა საიდუმლოს შენახვის სანაცვლოდ მკურნალს დამატებით ფული შესთავაზა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, დედამ გოგონა მისი „თვალისა და კანის ფერის“ გამო გაყიდა. 

სასამართლოზე ჩვენება მისცა პასტორმა, რომელმაც თქვა, რომ ერთხელ მას დედა შვილის გაყიდვის შესახებ ესაუბრა. ქალი ბავშვის გაყიდვას 1100 დოლარად აპირებდა. 

ტრეფიკინგის საქმეზე სამუდამო პატიმრობა მიესაჯა დედას და ორ სხვა პირს.