ხაშურში, სამსახურიდან მისულ მამას 9 წლის ბავშვი გარდაცვლილი დახვდა, დედა კი უგონო მდგომარებაში
1749109248
მივესალმებით როგორც შვედების, ასევე სხვების მცდელობას, რომ თავიანთი სახელმწიფოებრივი ინტერესები დაცული იყოს შიდა თუ გარე საფრთხეებისგან, მაგრამ ამასთანავე, ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტი, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა,
მახაშვილი უცხოური დაფინანსების შეზღუდვის შესახებ შვედეთის მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა.
„ის, რაც შენი დემოკრატიისთვის სასარგებლოა, სხვისთვის ცუდი რატომ არის? შვედეთის ინსტიტუციები ძალისხმევას და ფინანსებს არ იშურებენ საქართველოში ისეთი ორგანიზაციების დასაფინანსებლად, რომლებიც ქვეყანაში რადიკალიზაციას ახალისებენ. როგორც ჩანს, მათ არ უნდათ, საჯარო იყოს, როცა მათი გადასახადების გადამხდელების ფული რადიკალიზაციაში იხარჯება. მათ ძალისხმევას მივესალმებით, რომ მათი დემოკრატია დაცული იყოს, მაგრამ სხვა ქვეყანაშიც ხელი უნდა შეუწყონ იმავე პროცესებს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
შვედეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობების უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს.