ცნობილია, ბათუმში მოკლული ახალგაზრდა კაცის ვინაობა

მკვლელობა

ხელვაჩაურში მოკლული ახალგაზრდა კაცი 32 წლის ბესო ბოლქვაძეა. 

პირველადი ინფორმაციით, სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, საკუთარ ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, მანქანა კი მდინარეში გადააგდეს.

შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა.

„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. 

ფოტო: „ბათუმელები“