რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 5 აგვისტოს
1754312636
ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ექვსი დემონსტრანტის პროცესზე საქმის მთავარი გამომძიებელი, არსენ ხუნაშვილი დაიკითხა.
გამომძიებელმა სასამართლო სხდომაზე აღწერა საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც, მისივე თქმით, ფეისბუქიდანაა გადმოწერილი.
როგორც გამომძიებელმა განაცხადა, ჩანაწერში ზვიად ცეცხლაძე რევოლუციის გეგმებსა და პოლიციელებზე თავდასხმაზე საუბრობს.
„ვიდეოში ორი ახალგაზრდა აქციის შესახებ საუბრობს, პოლიციელებს ცუდად მოიხსენიებენ. ცეცხლაძე ამბობს, რომ რუსთაველი მოუხერხებელია, პოლიციელებს სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევენ. იხსენიებს უკრაინის მაგალითს, რომ იქ თავისუფლების მოედანზე მოხდა რევოლუცია. ამბობს, რომ საჭიროა ბარიკადების აგება, გაშრობა-გათბობისთვის კარგი საშუალებაა კოცონი, კარგია მავთულხლართები, პოლიციელებს გადალახვა გაუჭირდებათო, ფარები უნდა გვქონდეს, ზეთია საჭირო, პოლიციელები გაცურდებიანო. ასევე საუბრობს ეკლიანი მავთულების გამოყენებაზე, კვერცხებისა და საღებავის დაყრაზე. ცეცხლაძე საუბრობს კამერების განეიტრალების საჭიროებაზე, რათა არ დაფიქსირდნენ, ასევე გზაზე ქვების დაბეტონებაზე, ჩინეთში გამოიყენეს ეს მეთოდიო. პოლიციელების მანქანებს გადაადგილების საშუალება აღარ ექნებათ, ეკლიანი მავთულების გაწყვეტის საშუალებას იქ მყოფი ხალხი არ მივცემთო. თავდასხმისთვის პიროტექნიკა არის საჭირო, ცალ-ცალკე უნდა შევიძინოთ, რომ ჯგუფურობა არ იყოს და არ დაგვაკაონო. საუბრობს წიწაკის სპრეიზე. აქციის მონაწილეების ქმედებები უნდა იყოს ორგანიზებული, ყველა ქალაქში უნდა მიმდინარეობდესო, გადანაწილდეს ხალხი სმენებად, რათა აქციის მონაწილეები დასვენებული იყვნენო“, – განაცხადა გამომძიებელმა.
ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ კითხვა დაუსვა მოწმეს, სასამართლოში ლეპტოპში რატომ უსმენდა აღნიშნულ ვიდეოს. გამომძიებელმა უპასუხა, რომ 15-წუთიან ვიდეოში ბევრ დეტალზეა საუბარი, რისი დამახსოვრებაც რთულია.
ადვოკატმა ასევე გამომძიებელს ჰკითხა, აღნიშნულ ვიდეოს „ფეისბუქზე“ სხვა ბრალდებულების მხრიდან თუ ჰქონდა მოწონება, რაზეც მან განაცხადა, რომ მოწონება არ ჰქონია, თუმცა გავლენის მოხდენა ნებისმიერ მონაწილეზე შეეძლო. მისი თქმით, რა გეგმაზეც ცეცხლაძე ვიდეოში საუბრობდა, სხვა ბრალდებულები ამ გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ.
ადვოკატების განცხადებით, ცეცხლაძის წინააღმდეგ მთავარ მტკიცებულებას, ვიდეოჩანაწერს ხმა არ აქვს.