1749042430
ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ საქართველოს შესახებ 2023-24 წლების კომისიის პროექტს - ტექსტი არა მხოლოდ წარმოაჩენს აშკარა პოლიტიკურ მიკერძოებას, ასევე, შეიცავს რამდენიმე დებულებას, მიუღებელია ევროკავშირის საერთაშორისო სამართლის მიხედვით - ჰანს ნიუჰოფი

"ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ საქართველოს შესახებ 2023-24 წლების კომისიის მოხსენების პროექტს. ტექსტი არა მხოლოდ წარმოაჩენს აშკარა პოლიტიკურ მიკერძოებას, ასევე, შეიცავს რამდენიმე დებულებას, მიუღებელია ევროკავშირის საერთაშორისო სამართლის მიხედვით," - ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატმა გერმანიიდან ჰანს ნიუჰოფმა საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ანგარიშის კენჭისყრამდე განაცხადა.
მისი თქმით, არ ეთანხმებიან პროექტის სამ ძირითად პუნქტს.
"ჩვენ უარვყოფთ პროექტის მეხუთე პუნქტს, რომელიც ითხოვს პირად სანქციებს წინასწარი სასამართლო პროცესის გარეშე, რითაც არღვევს კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და ინდივიდუალურ უფლებებს. უფრო მეტიც, ოჯახის წევრების მიმართ ასეთი სანქციების გავრცელების მოწოდება წარმოადგენს კოლექტიური სასჯელის ფორმას, რაც, როგორც ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების და სტანდარტების აშკარა დარღვევაა.
ჩვენ, ასევე, უარვყოფთ მერვე პუნქტს, რომელიც მოითხოვს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის არაღიარებას და სასურველი პოლიტიკური ფიგურის ცალმხრივად დანიშვნას, რაც წარმოადგენს გაეროს ქარტიის მიერ დაცული სუვერენულო სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის აშკარა დარღვევას.
ჩვენ უარვყოფთ მეათე პუნქტსაც, რომელიც ცდილობს ევროკავშირის ერთსულოვნების მოთხოვნას, გვერდი აუაროს, რითაც ძირს უთხრის თავად გაერთიანების იურიდიულ წესრიგს. რომ შევაჯამოთ, ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ, საქართველოს შესახებ 2023-24 წლების კომისიის პროექტს. ტექსტი არა მხოლოდ წარმოაჩენს აშკარა პოლიტიკურ მიკერძოებას, ასევე, შეიცავს რამდენიმე დებულებას, მიუღებელია ევროკავშირის საერთაშორისო სამართლის მიხედვით," - აღნიშნა ევროპარლამენტის დეპუტატმა გერმანიიდან ჰანს ნეუჰოფმა.