ჯართის გამო დაწყებული კონფლიქტი, რომელსაც 1 პირის მკვლელობა და 3-ის დაჭრა მოჰყვა, გახსნილია

დააკავეს

თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმე გახსნილია - სამართალდამცველებმა რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი იოსებ გოგიაშვილი დააკავეს.

იოსებ გოგიაშვილი ამ დროისთვის სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში იმყოფება. პროკურატურა 52 წლის მამაკაცს ერთი პირის მკვლელობაში და სამის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. ბრალი მამაკაცს მომხდარიდან მალევე დაუსწრებლად წარედგინა, აღმკვეთ ღონისძიებად კი, პატიმრობა შეეფარდა.

დაკავების დეტალებზე და წარდგენილ ბრალდებაზე არც გიორგი გოგიაშვილის ოჯახის წევრები საუბრობენ. მათ "კურიერის" კამერასთან გამოჩენა არ სურთ.

დანაშაულის ადგილი სოფელი აკურაა. სოსო გოგიაშვილმა, სასიკვდილოდ ერთი ოჯახის სამი წევრი გაიმეტა და მათ სანადირო თოფიდან ესროლა. ძმებიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე ძმა ამ დომდე კლინიკაში რჩება. მათი დედა კი, უკვე გაწერეს. მამაკაცმა სროლის დროს საკუთარი შვილიც დაჭრა. დაზარალებულები დამნაშავის მკაცრ დასჯას მოითხოვენ.

სისხლიანი გარჩევის მიზეზი ურთიერთბრალდებები გახდა. სოსო გოგიაშვილს მეზობლებმა ქურდობაში დასდეს ბრალი. ჯართის მოპარვაში დადანაშაულების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი კი, მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზეზი გახდა. ქალი, რომელსაც მეზობელმა ჯერ შვილი მოუკლა და მერე მასაც ესროლა, მკვლელის ოჯახის სოფლიდან წასვლას ითხოვს.

განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულ 52 წლის მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ პატიმრობა ემუქრება.