გოგაშვილის საქმეს აქვს გრიფი „საიდუმლო“ და ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ - რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, სოსო გოგაშვილს შეხვედრის უფლება მხოლოდ ადვოკატთან აქვს, რომელსაც პრაქტიკულად ყოველდღე ხვდება.

მისივე თქმით, გოგაშვილის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, რის გამოც ის დამატებით ინფორმაციას ვერ გაავრცელებს.

„როდის შეეზღუდა მას პაემნის უფლება? თავიდანაც არ ექნებოდა. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, ამაში დიდი საიდუმლო არაა - რაც შეეხება გოგაშვილის საქმეს, ამას აქვს გრიფი „საიდუმლო“ და ბუნებრივია, ვერ ვისაუბრებ ყველა დეტალზე, ვგულისხმობ, თუ როგორ შედგა მისი შეხვედრა ოჯახთან.

ამასთან დაკავშირებით გპასუხობთ, რომ ბატონი გოგაშვილის შეხვედრა ოჯახთან ეს იყო კანონმდებლობის სრული დაცვით. კიდევ გიმეორებთ, მის საქმეს აქვს გრიფი „საიდუმლო“ და ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ. მას ვისთანაც აქვს შეხვედრის უფლება არის ადვოკატი და პრაქტიკულად ყოველდღე აქვს კომუნიკაცია საკუთარ უფლებადამცველთან“, - განაცხადა ბრეგაძემ.

დაგაინტერესებთ: ცნობილი ხდება, რას სთხოვდა სოსო გოგაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებს