ფამილარული მისალმებისთვის, ქოჩარიანის დაცვამ საქართველოს მოქალაქე ცემით მოკლა - სომხური მედია

სომხეთი

სომხური მედიის ინფორმაციით, სახელმწიფო ექსპერტიზის ცენტრის ორ თანამშრომელს საქმიანობის უფლება შეუჩერდა და 2001 წელს მომხდარი მკვლელობის საქმეზე გაცემული ყალბი დასკვნის გამო, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გადაწყვეტილება აღსასრულებლად უკვე გადაეგზავნა სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლო მედიცინის კვლევით ცენტრს.

საუბარია 2001 წლის 25 სექტემბერს მომხდარ მკვლელობას. ტრაგიკული ინციდენტი ჯაზ-კაფე “არაგასტში“ მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს მოქალაქე პოღოს პოღოსიანი პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს არასათანადოდ მიესალმა: „გამარჯობა, რობ“.

მედიის ცნობით, პოღოსიანი და ქოჩარიანი ერთმანეთს სტუდენტობის დროიდან იცნობდნენ. ქოჩარიანის დაცვამ პოღოსიანი ტუალეტში შეიყვანეს და სცემეს.

დღემდე არსებული ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამინისტროს თანამშრომელი აგამალ ჰარუთუნიანი 2002 წელს გაუფრთხილებლობით მკვლელობის ჩადენაში დამნაშავედ ცნეს, თუმცა მას მხოლოდ 1-წლიანი პირობითი სასჯელი აკმარეს, გამოსაცდელი ვადით. მაშინ სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ 2001 წლის 25 სექტემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, ერევნის კაფე „არაგასტის“ ტუალეტში მოხდა ჩხუბი ჰარუთიუნიანსა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პოღოსიანს  შორის, რა დროსაც პოღოსიანი ზურგზე დაეცა და თავი იატაკს დაარტყა, რის შედეგადაც იგი თავის ტვინის დახურული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა.

წლების შემდეგ საქმეში ახალი მტკიცებულება გამოჩნდა, მათ შორის ბრიტანეთის მოქალაქის წერილობითი განცხადება, რომელიც მკვლელობის ფაქტს უშუალოდ შეესწრო.

განცხადების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ახალი მტკიცებულება შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რეალურად ადგილო ჰქონდა ხულიგნური მოტივით განზრახ მკვლელობას, ადამიანთა ჯგუფის მიერ. ამდენად, გაჩნდა ახალი გარემოებები, რომლებმაც შეიძლება დაამტკიცონ, რომ საქმეზე მსჯავრდებულმა, აშკარად, ჩაიდინა უფრო მძიმე დანაშაული - დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა.

მთავარი სიახლეები