„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება, ამჯერად საქმე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონ ლარამდე თანხის გაფლანგვას ეხება, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც ყოფილ პრეზიდენტს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და სასამართლო პროცესზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის გამოკითხვას ითხოვენ, რომელსაც შესაბამისი უწყება უკვე გადაეცა.
პროცესი 11:00 საათზე დაიწყება. სხდომას ყოფილი პრეზიდენტიც დაესწრება.
შეგახსენებთ, სააკაშვილის გარდა, საქმეზე ბრალდებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჯანაშიაც.