„არა იურისტებისთვის, მოკლედ რომ შევაჯამოთ, რატომ არ დაადგინა ძალადობა“ - რას ამბობს უფლებადამცველი სკანდალურ საქმეზე

ბასილაშვილი

საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის სკანდალურ საქმეზე ბასილაშვილი ოთხივე ეპიზოდში გამართლდა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საზოგადოების აზრი ორად გაიყო. 

ერთ-ერთი უფლებადამცველი, ანა არღანაშვილი საქმეს ასე ეხმაურება. 

„არა იურისტებისთვის, მოკლედ რომ შევაჯამოთ, რატომ არ დაადგინა ძალადობა:

1. მსხვერპლმა დაზიანებების ფოტოები რომ გადაიღო იქ მისი სახე არ ჩანდაო ("ფორმულას" ჩანაწერი 54-ე წუთი) - ანუ, ამის მერე, სელფებია საჭირო. როცა გცემენ და დალურჯებას გადაიღებთ - თან უნდა გაიღიმოთ და “ჩიიზ” თქვათ.

2. ძალადობის მერე, რამდენიმე საათში დაბადების დღეზე წასვლის და გაღიმების უნარი არ უნდა ჰქონოდაო (49-ე წუთი) - ანუ როცა იძალადებენ, მერე ინსტრუქციაა როგორ უნდა მოიქცეთ. თუ სადმე გაიღიმებთ, ესეიგი არ გეტკინათ და დაივიწყეთ გასაჩივრება.

3. ამერიკაში როცა იძალადა, მაშინვე პოლიციას რატომ არ მიმართაო ანუ, 911 -ზე რატომ არ დარეკა. ამაზე კომენტარის გაკეთება მიჭირს: ჯერ ერთი, არცერთი ქალი არ რეკავს პოლიციაში, როცა შეშინებულია და მარტოა, უცხო ქვეყანაში.

4. თუ პოლიციაში არ მიჰქონდა ის ჩანაწერი, მაშინ რატომ იღებდაო (47-ე წუთი)- ანუ, მსხვერპლო ქალებო, არ შეაგროვოთ მტკიცებულებები თუ მაშინვე პოლიციაში არ წაიღებთო.

5. დაზიანებებს სასწრაფოს ექიმმა სხვა სახელი (ექსკორიაცია) რომ უწოდა და ექსპერტიზამ სისხლნაჟღენთი - რა არის ეს ორი სათაური, ეტყობა, საერთოდ ბავშვის უხერხულად ხელში ჭერისგან გაუჩნდაო (59-ე). კადრებში არ ჩანს, მაგრამ ვერც გამოვრიცხავ ასე ყოფილიყოო. აქ ბავშვიანებმა მოიფიქრეთ, ბავშვი ისე როგორ უნდა დაიჭირო, რომ სისხლნაჟღენთები გაგიჩნდეს.

სხვა უამრავ საოცრებაზე მერე დავწერ. "რამდენად არის გამართლებული პოლიციისთვის დაგვიანებით მიმართვა" (47-ე წუთი) მოსამართლე სვამს კითხვას - ოჯახში ძალადობასთან თუ ოდესმე შეხება გქონია, სიმწრით გაგეცინება ამაზე.

ხანდახან ჯობია იურისტი არც იყო რომ ამ მსჯელობის უკანონობა ბოლომდე ვერ გაიგო“,- წერს