„ვერ ვიჯერებ, რომ დილით შენი სიკვდილი გავიგე...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას გლოვობენ
1733999265
პარლამენტმა ოქტომბერში პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
ცვლილებები სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ზრდას, ხმაურის რეგულირების საკითხს, დამუქებული მინებისა და ციმციმა სიგნალების დადგენილი წესის დარღვევით გამოყენებას შეეხება.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა შეზღუდულია დადგენილი წესის დარღვევით, 50-ის ნაცვლად 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ხოლო ციმციმა სიგნალების (ლურჯი ან წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი, რომელიც მხოლოდ სპეც.ავტომობილებზე გამოიყენება) გამოყენება დადგენილი წესის დარღვევით, 200 ლარის ნაცვლად 2000 ლარით დაჯარიმდება.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.