„თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა... “ - ირაკლი ოქრაძე გურამ დადიანიძესთან შეხვედრას იხსენებს
1790970843
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ანდრო ჭიჭინაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, უკანონო და დაუსაბუთებელია.
თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, ანდრო ჭიჭინაძე ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, თუმცა დაცვის მხარე, ალტერნატივის სახით, სასამართლოს გირაოს სთავაზობს. ადვოკატი გირაოს ოდენობას არ აზუსტებს და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს აძლევს საშუალებას, გირაოს ოდენობა თავად განსაზღვროს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 დეკემბერს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.