33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ქალი

33 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე 70 წლის ქალს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა. სოფელ კარბში მეზობლებს შორის კონფლიქტი სარწყავი არხის გამო დაიწყო და სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათი ინფორმაციით, თავდაპირველად 33 წლის მამაკაცმა მეზობელს ბლაგვი საგნით მიაყენა დაზიანება, რაც დაზარალებულის დედამ დაინახა. ამის შემდეგ ასაკოვანმა ქალმა, შვილის თავდაცვის მიზნით, 33 წლის მამაკაცს თავში ქვა ჩაარტყა. მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.