„20 წუთამდე გრძელდებოდა სეტყვა და ქარი...“ - ძლიერი სტიქია კახეთში
1757579911
ზუგდიდში 15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ბიჭი მესხიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სტადიონთან გუშინ საღამოს მოკლეს. ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდარს წინ, სავარაუდოდ თანატოლებს შორის დაპირისპირება უძღოდა. ექსპერტ-კრიმინალისტები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.