23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
1779477604
27 დეკემბერს ონის ააიპ ზურაბ ბაკურაძის სახელობის სამუსიკო სკოლის წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა.
წინასაახალწლო ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე - ქრისტინა კობახიძე, რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი - გიორგი მახათაძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე ბავშვებმა ხელმძღვანელ პედაგოგებთან ერთად ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა, ააიპ ზურაბ ბაკურაძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს და ხელმძღვანელს, მადლობა გადაუხადა მთელი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობისთვის.
23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
1779477604
სიახლე, რომელიც ივნისიდან ამოქმედდება
1779478483