ინდოელი წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლისთვის
1768509071
ზუგდიდში ცნობილი მხატვარი გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„ზუგდიდს დააკლდა უნიჭიერესი ფერმწერი, ამ ქალაქზე უზომოდ შეყვარებული ზაირა ბეჭვაია. ადამიანი, რომლის ფერებიც განსაკუთრებულად უხდებოდა ზუგდიდს. მისი ნამუშევრები მსოფლიოს არაერთ ქალაქში გამოიფინა. მას განსაკუთრებით უყვარდა ზუგდიდი, ბევრი შესაძლებლობის მიუხედავად არ ტოვებდა ამ ქალაქს. მისი სიდიადე, ნიჭიერება და ამავდროულად უბრალოება ერთად ქმნიდა დიდი ქალბატონის საოცარ ბუნებას“, - ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.
კოლეგის თქმით, მხატვარმა მისი ბოლო ნამუშევარი ერთი კვირის წინ მოიტანა სამხატვრო გალერეაში.