ტყიბულის მუნიციპალიტეტში იდიათეკა გაიხსნა

ტყიბული

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში ახალი საგანმანათლებლო სივრცე  იდეათეკა გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე იზოლდა ნემსაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი დაესწრნენ.

საქართველოს ბანკის რიგით 31-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა კომპანია Redco-ს დამფუძნებლის, მირიან ქათამაძის მხარდაჭერითა და ქართული წიგნის ინსტიტუტთან თანამშრომლობით მოეწყო.

საგანმანათლებლო სივრცე აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნით, კომპიუტერული ტექნიკით, პროექტორითა და STEM კუთხით. თანამედროვე რესურსებით აღჭურვილი გარემო მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, სასკოლო პროგრამის მიღმა განაგრძონ შემეცნება, განივითარონ კრიტიკული აზროვნება და სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი. მოსწავლეების გარდა, იდეათეკა  ხელმისაწვდომია სახვადასხვა ასაკის ადამიანებისათვის.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი, მეუფე გიორგი (შალამბერიძე) და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

✕