1791316484
წაღვერში ახალი სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში ახალი სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს სრულად კეთილმოწყობილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული სივრცის შექმნას, რაც მოიცავს უმაღლესი ხარისხის ხელოვნური მწვანე საფარის დაგებას, მოედნის პერიმეტრზე ლითონის დამცავი ბადეების მონტაჟს, ენერგოეფექტური გარე განათების სისტემის ინსტალაციას, ასევე მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას.
ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და სპორტული სივრცეების განვითარების მიზნით, მიმდინარე წელს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-განახლება მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელსა და დაბაში ხორციელდება.











