1791316484
პოლონეთის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებულმა პირმა შვიდი მოქალაქე დანით დაჭრა
პოლონეთის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებულმა პირმა შვიდი მოქალაქე დანით დაჭრა. გამოცემა „როიტერი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობითაც წერს, რომ თავდამსხმელი დაკავებულია.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ის არის, რომ სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარა“, – განაცხადა ქალაქ ოსტროლეკას მერმა.
მედიის ცნობით, 19 წლის თავდამსხმელი ამავე სკოლის მოსწავლე იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ასევე ცნობილია, რომ დაშავებულებს შორის არის მასწავლებელიც.










