1791316484
„ის პატარა ეთო დღემდე ჩემ გვერდითაა“ - ეთერ ლიპარტელიანი ბავშვობას, პირველ გამარჯვებასა და დიდ სპორტამდე რთულ გზას იხსენებს
ძიუდოისტმა, ეთერ ლიპარტელიანმა ვარჯიში 8 წლის ასაკში, უბრალოდ მეგობრებთან ერთად გართობის მიზნით დაიწყო, თუმცა მალევე მიხვდა, რომ სპორტი მისთვის ბევრად მეტს ნიშნავდა.
10 წლის ასაკში ბიძამ თბილისში ჩამოიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ დედას მისი სპორტიდან გამოყვანა სურდა.
პირველი გამარჯვება წეროვანში მოიპოვა - ის იმ დღეს მიღებულ თასს დღემდე ინახავს. კარიერაში იყო მძიმე იმედგაცრუებებიც, მათ შორის ანტალიაში უმედლოდ დარჩენა, თუმცა დანებებაზე არასდროს უფიქრია.
„ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ სპორტს გავყევი. ჩემი ოჯახის წევრებსაც ვეტყოდი მე ეს შევძელი, გამომივიდა და ძალიან კარგი ვქენი, რომ არ დავნებდი“, - ამბობს ეთერ ლიპარტელიანი.










